Monday, December 9, 2013

galaktioni

კვლევა

ქ. რუსთავის 23-ე სკოლის მე 8 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა ქართული ენის შესახებ,იმუშავეს საახლობლო წრეში და თემში,აკვირდებოდნენ მეტყველებას,


Sunday, December 8, 2013

პრეზენტაცია-დავით გურამიშვილის "ეს კაცი ასე ილოცავს"


შეფასების რუბრიკა



კრიტერიუმები
        1-3
        4-6
        7-8
         9-10
არგუმენტირებული
მსჯელობა,ანალიზისა და შეფასების უნარი
მოსწავლეს არ შეუძლია გაიაზროს,გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტი.
მოსწავლეს სუსტად შეუძლია გაიაზროს,გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტი,უჭირს არგუმენტირებული მსჯელობა და მნიშვნელოვანი ასპექტების გამოყოფა.
გაიაზრებს ტექსტს, მასწავლებლის დახმარებით ცდილობს დასკვნების გამოტანას.
არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე გამოაქვს დასკვნები,აანალიზებს და აფასებს ტექსტს,გამოყოფს მნიშვნელოვან ასპექტებს,იყენებს კითხვის შესაბამის სტრატეგიებს.
წერითი უნარები
არ იცავს მართლწერის  ნორმებს, წინადადებები სინტაქსურად გაუმართავია,ტექსტი ცუდად იკითხება,უჭირს შემოქმედებითი აზროვნება.
ნაკლებად იცავს მართლწერის  ნორმებს, წინადადებები სინტაქსურად ხშირად გაუმართავია,შედარებით უჭირს შემოქმედებითი აზროვნება.
იცავს მართლწერის  ნორმებს, წინადადებები სინტაქსურად  გამართულია,შედარებით უჭირს შემოქმედებითი აზროვნება.თითქმის არ უშვებს მორფოლოგიურ და ორთოგრაფიულ შეცდომებს.აზრი გამართულია.
იცავს მართლწერის  ნორმებს, წინადადებები სინტაქსურად  გამართულია.არ  უჭირს შემოქმედებითი აზროვნება. არ უშვებს მორფოლოგიურ და ორთოგრაფიულ შეცდომებს.აზრი გამართულია.მსჯელობს ორიგინალურად და ლოგიკურად.
ჯგუფური მუშაობისა და დროის სწორად გადანაწილების უნარი
უჭირს თანამშრომლობა მეგობრებთან,ვერ ანაწილებს დროს სწორად
ნაკლებად არის ჩართული მუშაობის პროცესში,მიჰყვება ინსტრუქციათაგან მხოლოდ ზოგიერთს,მინიმალურად აღწევს მიზანს.
ჩართულია მუშაობის პროცესში,მიჰყვება ინსტრუქციებს, თუმცა ზოგჯერ ზედაპირულად , აღწევს მიზანს.დროს სწორად ანაწილებს.
აქტიურად არის ჩართული,ზუსტად ასრულებს ინსტრუქციებს,დროს სწორად ანაწილებს,ყველა მიზანი სრულად არის მიღწეული.

პროექტი-"საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ"


  1. პროექტის სახელწოდება - „საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ“
  2. პროექტის მთავარი იდეა - მშობლიური ენის სიწმინდის დაცვა.
  3. პროექტის აქტუალობა - ქართული ენის დღევანდელი მდგომარეობა,როგორც ცოცხალი ორგანიზმისა.
  4. პროექტის მიზანი - ქართული ენის ადგილი დღეს,რამდენად არის დაცული სახელმწიფოს მხრიდან და ჩვენ მიერ.
  5. მონაწილეთა ასაკი-მე - 9 კლასის მოსწავლეები.
  6. პროექტის ხანგრძლივობა - 2 კვირა.
  7. მოსალოდნელი შედეგები - მოსწავლეებს უვითარდებათ მშობლიური ენისადმი ზრუნვის,მოვლისა და მეტი პატივისცემის გრძნობა,აფასებენ   მის დღევანდელ და ხვალინდელ ბედს,როგორც ცოცხალი ორგანიზმისას,უვითარდებათ აგრეთვე  დამოუკიდებელი მუშაობის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები - მარკერები, ფურცლები, ფორმატი,ფოტოაპარატი, აუდიო და ვიდეო აპარატურა, პროექტორი.
  9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები) - 20 ბავშვიანი კლასი იყოფა 5 ჯგუფად, 1-ლი ჯგუფი მუშაობს სკოლაში, ოჯახში, თემში, საახლობლო წრეში და იკვლევს რამდენად არის დაცული ქართული ენის ნორმები, იკვლევს ბარბარიზმების სიჭარბეს ენაში. მე-2 ჯგუფი მუშაობს დიალექტიზმებსა და საჭიროების გარეშე შემოტანილ ლექსიკაზე, მე-3 ჯგუფი ფოტოაპარატითა და ვიდეოკამერით იღებს ქალაქში უცხოენოვან რეკლამებს და ადარებს ქართულ ენაზე შესრულებულ სარეკლამო ბანერებს, მე-4 ჯგუფი აუდიოჩანაწერებს აკეთებს მოსახლეობასთან, იღებს ინტერვიუებს-რამდენად არის დღეს დაცული სახელმწიფო ენა უცხო ენის შემოტევისაგან, როგორ იცავს მას კანონი და თავის მხრივ მოსახლეობა, მე-5 ჯგუფი აკვირდება სატელევიზიო გადაცემების სათაურებს, რეკლამებსა და წამყვანების მეტყველებას, რადგან ტელევიზია ყველაზე ნათლად ასახავს, თუ როგორ არის დაცული ქართული ენის ნორმები. პროექტის ბოლოს თითოეული ჯგუფი შემაჯამებელ ღონისძიებაზე აკეთებს თავისი ნამუშევრების პრეზენტაციას და დამსწრე აუდიტორიასთან ერთად აწყობენ დისკუსიას. მოსწავლეები შექმნიან ფეისბუკის გვერდს,სადაც განათავსებენ პროექტის მსვლელობის დროს შექნილ ფოტო და ვიდეო მასალებს.
  10. კავშირშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
  11. პროექტის ხელმძღვანელი-ქეთევან გოგაშვილი. ქ. რუსთავის 23-საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა-qetigogashvili@mail.ru
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი -