Sunday, December 8, 2013

შეფასების რუბრიკა



კრიტერიუმები
        1-3
        4-6
        7-8
         9-10
არგუმენტირებული
მსჯელობა,ანალიზისა და შეფასების უნარი
მოსწავლეს არ შეუძლია გაიაზროს,გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტი.
მოსწავლეს სუსტად შეუძლია გაიაზროს,გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტი,უჭირს არგუმენტირებული მსჯელობა და მნიშვნელოვანი ასპექტების გამოყოფა.
გაიაზრებს ტექსტს, მასწავლებლის დახმარებით ცდილობს დასკვნების გამოტანას.
არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე გამოაქვს დასკვნები,აანალიზებს და აფასებს ტექსტს,გამოყოფს მნიშვნელოვან ასპექტებს,იყენებს კითხვის შესაბამის სტრატეგიებს.
წერითი უნარები
არ იცავს მართლწერის  ნორმებს, წინადადებები სინტაქსურად გაუმართავია,ტექსტი ცუდად იკითხება,უჭირს შემოქმედებითი აზროვნება.
ნაკლებად იცავს მართლწერის  ნორმებს, წინადადებები სინტაქსურად ხშირად გაუმართავია,შედარებით უჭირს შემოქმედებითი აზროვნება.
იცავს მართლწერის  ნორმებს, წინადადებები სინტაქსურად  გამართულია,შედარებით უჭირს შემოქმედებითი აზროვნება.თითქმის არ უშვებს მორფოლოგიურ და ორთოგრაფიულ შეცდომებს.აზრი გამართულია.
იცავს მართლწერის  ნორმებს, წინადადებები სინტაქსურად  გამართულია.არ  უჭირს შემოქმედებითი აზროვნება. არ უშვებს მორფოლოგიურ და ორთოგრაფიულ შეცდომებს.აზრი გამართულია.მსჯელობს ორიგინალურად და ლოგიკურად.
ჯგუფური მუშაობისა და დროის სწორად გადანაწილების უნარი
უჭირს თანამშრომლობა მეგობრებთან,ვერ ანაწილებს დროს სწორად
ნაკლებად არის ჩართული მუშაობის პროცესში,მიჰყვება ინსტრუქციათაგან მხოლოდ ზოგიერთს,მინიმალურად აღწევს მიზანს.
ჩართულია მუშაობის პროცესში,მიჰყვება ინსტრუქციებს, თუმცა ზოგჯერ ზედაპირულად , აღწევს მიზანს.დროს სწორად ანაწილებს.
აქტიურად არის ჩართული,ზუსტად ასრულებს ინსტრუქციებს,დროს სწორად ანაწილებს,ყველა მიზანი სრულად არის მიღწეული.

No comments:

Post a Comment